aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მერაბიშვილის პოლიციის უფროსმა 12 ტყვია ესროლა ჩემს შვილს”, – დედა შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

2010 წლის 18 აგვისტოს, ბორჯომში  სამართალდამცავების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის რევაზ არუცევის დედა სააგენტო „კვირასთან“  შვილის გარდაცვალების დეტალებს იხსენებს:

“რეზოს 2005 წელს სილამაზის სალონში პოლიციის მაღალჩინოსან კახა ლეგაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა, ეს ვერ აპატიეს ჩემს შვილს და 5 წლის განმავლობაში მასზე უკანონო დევნა ხორციელდებოდა. რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა, ეს არ აკმარეს და იმდროინდელმა პოლიციის უფროსმა მამუკა ხვედელიანმა პირადად დაგეგმა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“, – აცხადებს მზია არუცევი.

არუცევის განცხადებით, მის შვილს 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათ შორის სამი ნატყვიარი – სახის არეში.

შვილმკვდარი დედის თქმით,  შემზარავი მკვლელობის ფაქტის ფიგურანტი პირები დღეს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები და ბორჯომელებს ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

 

kvira.ge

იტვირთბა....