aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობა დევნილებს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახენ ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია.

28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ – სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის – ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას“, – ნათქვამია წერილში.

მიმართვა სრულად:

„25 წელია რაც თითოეული ჩვენთაგანი დევნილის ხვედრით ვცხოვრობთ. მთელი ამ წლების მანძილზე გვიწევდა გამკლავება, ერთის მხრივ საკუთარი სახლებიდან გამოდევნის ტკივილის და მეორეს მხრივ-დევნილობაში ღირსეული საარსებო პირობების არქონისადმი. ბევრი რამის გადატანა მოგვიწია, შიმშილით დაწყებული და არაადამიანური მოპყრობით დამთავრებული, რომლის ავტორები იყვნენ ის პირები, რომელთა მოვალეობას ხალხზე ზრუნვა წარმოადგენდა. ძნელია დაივიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მანქანის ძარაზე იძულებით „შეყრილი“ ადამიანების და მათი მიმოფანტული ნივთების ფოტო თუ ვიდეო კადრები და ფოცხო-ეწერსა და სხვა ადგილებში „გადასახლებები“, ვითომ გარემონტებული ფართები და საარსებო გარემოს სრული უქონლობის პირობებში ბედის ანაბარად მიტოვებული „რეპრესირებულები“, ხმის ამოღებისა და პროტესტის გამოხატვისათვის ფიზიკური ანგარიშსწორებით ლამის დაინვალიდებული ადამიანები, დაშინებებით მიღებული ხმები არჩევნებზე და ღირსებაშელახული ამომრჩევლები. დევნილების თემა ხომ ყოველთვის წინასაარჩევნოდ „ხდებოდა აქტუალური“ და არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებას მიეცემოდა ხოლმე.

მიუხედავად ამდენი სიმწარისა, დევნილები ყოველთვის ვიყავით სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და 2012 წლის არჩევნებზე, ცივილიზებულად ვუთხარით უარი დემოკრატიულ ფასეულობებთან არათავსებად ხელისუფლებას, რითაც საქართველოს ისტორიაში მორიგი ფურცელი გადავშალეთ. დემოკრატიული განვითარების ახალ გზაზე დავდექით, რომელიც შეიძლება ნელი ტემპით, მაგრამ ნამდვილი დემოკრატიული ხარისხით ვითარდება, ყოველი ჩვენთაგანის მონაპოვარია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. წარსულს ჩაბარდა დაშინებები, გადასახლებები, ნიველირებული ადამიანის უფლებები. მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დევნილებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ადრე თუ დევნილები ლამის „გეტოებში“ ცხოვრობდნენ, დღეს ადგილობრივ თემებში ინტეგრირებულნი, სოციალური ყოფის სრულფასოვანი წევრები არიან. ესეც დიდი მონაპოვარია.

რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია და სამთავრობო პროგრამებით გათვალისწინებული სიკეთეები ჯერ კიდევ ვერ იგრძნო საკუთარ თავზე ბევრმა დევნილმა, მაგრამ მათზე რეაგირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის მოწმეებიც თავად დევნილები არიან და მუშაობის შედეგებსაც ყველა იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც ხედავს და ხვალაც დაინახავს. დღეს, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავართ, უნდა გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება და დღევანდელი რეალობა, რომელთა შორის განსხვავების არ დანახვა მიუტევებელი შეცდომა იქნება. დღეს, გაცილებით უფროა დაფასებული დევნილი, ვიდრე წინა პერიოდებში და ამ მონაპოვრის გაფლანგვა დაუშვებელია.

28 ნოემბერს, ქვეყანა საჭიროებს ყოველი ჩვენთაგანის მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და აქტივობას. ნდობის გამოცხადებას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ – სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ტანდემში იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებულ სამთავრობო პროგრამასთან და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი უმთავრესი ტკივილის – ჩვენს საკუთარ სახლებში დაბრუნებაში. ამ მიმართულებით, ქვეყანა 2012 წლიდან შეიძლება „ნელა მიიწევს წინ, მაგრამ არასოდეს არ გადაუდგამს ნაბიჯი უკან“ და მოგიწოდებთ თითოეულ თქვენთაგანს, გააზრებულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა გააკეთოთ თქვენი პრინციპული არჩევანი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი არჩევანი გამოავლენს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეს და კულტურას“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....