aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ვვარაუდობ, რომ ვიქტორ ბოშტინარუმ დირექტივა რუსეთის საელჩოდან მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შემიძლია, ვივარაუდო, რომ ვიქტორ ბოშტინარუმ დირექტივა იმაზე, თუ რა უნდა ეთქვა ევროპარლამენტის დებატებზე, მიიღო პირდაპირ რუსეთის საელჩოდან ინსტრუქციად”, – ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას.

სამადაშვილის თქმით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი დღეს აგრძელებს მოსკოვზე მუშაობას. „ევროპარლამენტში არის 700-ზე მეტი დეპუტატი. მათ შორის არიან დეპუტატები, რომლებიც ძალიან ხშირად პირდაპირ რუსეთის საელჩოსგან იღებენ ბრიუსელში ინსტრუქციას, რა უნდა თქვან. მე არ მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ ადამიანმა თავისი სასაუბრო, რა უნდა ეთქვა ამ დებატებზე, ალბათ, მიიღო პირდაპირ რუსეთის საელჩოდან ინსტრუქციად. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი დღეს აგრძელებს მოსკოვზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, სხდომაზე  ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.

მისმა კოლეგა, ანა გომეშმა კი აღნიშნა, საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინიური გამონათქვამები.

ამავე თემაზე: თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განწყობები გამოკვეთილია

 იოჰანეს ჰანი: განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას

ევროპარლამენტარი: საქართველოს პრეზიდენტად რუსეთის ყოფილი ელჩი საუკეთესო არჩევანი არ არის

ვოლსკი: ხალხი ევროპარლამენტარების განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს

იტვირთბა....