aviabiletebi
ციტატა

მე ვარ ის ბებია, რომლის სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტანეთ – თემირლანის ბებიის მიმართვა

„მე ვარ ის ბებია, რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩაულურჯეს, რომელიც სოსო გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აიყვანეს. შუბლგახვრეტილი, ჩემი პატარა, სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეთ და გაიყვანეთ. გამოდი სოსო გოგაშვილო! არ გყოფნის ვაჟკაცობა! კაცობა არ გაქვს, აღიარო შენი დანაშაული. გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულო ჩემი შვილიშვილი მომიკალი და მწოლიარეს შუბლი გაუხვრიტე ლოგინში. ქართველო ხალხო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ეს მთავრობა, ეს უვარგისი მთავრობა, რომელიც სისხლით შემოვიდა. თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ “ქართული ოცნების” ოფისის წინ შვილმოკლული მამების მიერ გამართულ აქციაზე.

იტვირთბა....