aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამოათრიონ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი, მოვითხოვ დახვრეტას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და სხვა მხარდამჭერებთან ერთად”ქართული  ოცნების” ოფისთან, 15:00 საათზე, საპროტესტო აქციას გამართავს.

მაჩალიკაშვილის განმარტებით, ისინი სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვენ.

“დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე პირდაპირ „ოცნების“ ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას. ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იტვირთბა....