ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი ცემეს

სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ინფორმაციას “qartli.ge” ავრცელებს.

ამის შესახებ დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა).

პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა.”

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

სხვა ამბები

ხუხაშვილი – ქართული ოცნება გარიცხეს ახალი ნაც. მოძრაობიდან

newsadmin

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ოცნებიდან” რიცხავენ მათ, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

newsadmin

“საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, კარგია, კონსტიტუცია უკვე მივიღეთ”

newsadmin

“თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”

newsadmin

“ვუყურებთ პარლამენტის სხდომას … პოლიტიკური კრიზისია“

newsadmin

“ნიშანდობლივია ნაცმოძრაობის ზეიმი, როდესაც შეტევა მიდის სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა სააკაშვილი”

newsadmin
იტვირთბა....