aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი – არ მინდა, სამართლის ძებნაში ჩემი შვილები სოლოლაკის აღმართზე რიგში იდგნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გადაცემა “რეაქციაში” აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კრიმინალური აზროვნების ელემენტები აქვს და ეს მის ბოლო ორ გამოსვლაში გამოჩნდა.

“ივანიშვილს საღი აზრის მოსმენის უნარი არ აქვს. მის გამოსვლებში ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაცვლად, აშკარად, კრიმინალური აზროვნების ელემენტი უფრო აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც სასამართლოს ფუნქციას ითავსებს, იქ იბარებს თავისთან ვიღაცებს და თვითონ არჩევს მტყუან-მართალს. მე არ მინდა, სამართლის ძებნაში ჩემი შვილები სოლოლაკის აღმართზე რიგში იდგნენ. მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში ყალიბდებოდეს სხელმწიფო ინსტიტუტები და ვითრდებოდეს სახელმწიფო”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

იტვირთბა....