aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი – ატოცში ზურაბიშვილის წინააღმდეგ ენმ-მ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართუ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტობის კანდიდატის სტუმრობის დროს მის წინააღმდეგ მორიგი ბინძური პროვოკაცია მოაწყვეს.

„დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა – სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ლანა ღვინჯილიამ ზურაბიშვილს “უნამუსო ჩათლაშკა” უწოდა.

იტვირთბა....