aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამიამ, დაჩი ცაგურიას მიმართ, ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანმა  ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ მიმართა.
სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი.

აღნიშნულს ეხმიანება დაჩი ცაგურია და აცხადებს, რომ ქარტიამ „ცილისმწამებელ გვარამიას დაუდგინა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა“.

„ცილისმწამებელ გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩემი განცხადების საფუძველზე დაუდგინა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.
ეს ის ამბავია ქურდულ სამყაროსთან ჩემს კავშირებზე რომ ჭორაობდა ეთერში კვესიტაძესთან ერთად და ცილისმწამებლურ ინფორმაციას რომ მივრცელებდა!
საინტერესო იყო განხილვისას მისი განცხადება რომ მას აქვს კავშირი ქურდულ სამყაროსთან და იქიდან იღებს თურმე ინფომაციას.
იმაზე იდიოტი ყოფილა ვიდრე მეგონა, უნიჭო იდიოტი“!, – წერს ცაგურია სოციალურ ქსელში.

ქარტიის ცნობით, დაჩი ცაგურია მიიჩნევდა, რომ ნიკა გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

იტვირთბა....