aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორთაშენში ფეხით მიმავალ ორ სამხედროს მანქანა დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში ქვეითად მიმავალ ორ სამხედროს ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული ჯარისკაცებიდან ერთი მალევე გაეწერა. მეორე ჯარისკაცს კი ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

იტვირთბა....