მთავარი ციტატა

გურამ კაშია: “ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს”

როდესაც სიარული დავიწყე ფეხბურთზე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის „კაი ბიჭები“ იყვნენ და გეკითხებოდნენ, „კაი ბიჭობა“ გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში. სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა.

ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. გოგონებთან ვმეგობრობდი. მართალი გითხართ, ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და ხურდა მომე, ბიჭო-ს იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ ბულინგიც არ ვიცოდი, სიტყვა, ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ, ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო. ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია და ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს“, – განაცხადა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ.

სხვა ამბები

“რასაც ოცნებიდან წასულებს ვუსმენ გამოდის, რომ  ნაციონალებმა ჩაუნერგეს ბიძინას მურუსიძე” – ზურაბიშვილი

newsadmin

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

newsadmin

“ივანიშვილს პირისპირ შევხვდი და ვუთხარი, რომ პარტიიდან წასვლის დღეს პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი” – ბესელია

newsadmin

“ღვთის წინაშე ვამბობ, როცა ვიღაცამ გადაწყვიტა მორალური ტერორით გავეჩერებინე, მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება” – ბესელია

newsadmin

“როგორც ვიცი გედი ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია” – მდინარაძე

newsadmin

“როდესაც ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე” – კობახიძე მშვენიერაძეს

newsadmin
იტვირთბა....