aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ანტირუსული ლოზუნგები ისმოდა.

მისივე თქმით, ეს საქართველოს შიდა საქმეა.

„ჩვენ მხოლოდ დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები. ეს სამწუხაროა და ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს. მოდით, მივცეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალება, გააკეთონ ობიექტური არჩევანი გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მივცეთ მათ საშუალება, საკუთარი თავისთვის და თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული არჩევანი. როდესაც ის გაკეთდება, ჩვენ ყველა შეკითხვას შესაბამის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ზახაროვამ.

იტვირთბა....