aviabiletebi
საზოგადოება ციტატა

დოლიძე: “ახლა თუ ლარის კურსი 2.7-ია, ვაშაძის მოსვლის შემდეგ 6.7 იქნება”

“ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი. ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო – რა ხდებოდა მაშნ ციხეებში, ამას ჩემი ლაპარაკი აღარ უნდა. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში – 2.7 რომ გვაქვს ახლა ლარის კურსი, იქნება 6.7. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს”, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა.

იტვირთბა....