aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

სარალიძე – ყველა ღირსეულ პოლიციელს პატივს ვცემ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა პასუხი აგოს დასაბუთებულ დანაშაულზე, რაც პოლიციელების მიმართ მიუძღვის.

“ყველა ღირსეულ პოლიციელს პატივს ვცემ ვისაც მართლა უყვარს და აფასებს იმ მუნდირს რომელიც ტარების უფლებაც მათ სახელმწიფომ მიანიჭა. (სახელმწიფო არ გაგვაჩნია მაგრამ მაინც).
ხოლო ვინც ბოროტად იყენებს და შეურაცხყოფას აყენებს ღირსეულ პოლიციელებს, მათი მტერი ვიყავი ვარ და ვიქნები.

მე მზად ვარ პასუხი ვაგო იმ დასაბუთებულ დანაშაულზე, რაც მიმიძღვის პოლიციელების მიმართ, მაგრამ პირობას ვდებ ყველა პასუხს აგებს სამართლებრივად ვინც ჩემს ოჯახს შეეხება ზედმეტად და ვინც ამ ბრძოლაში ხელს შემიშლის.

მე არ მითხოვია თქვენთვის შეწყალება და არც არასდროს არ გთხოვთ,ჩვენ გლეხები ღირსების მატარებლები ვართ და არა მათხოვრები.

იხეში,გარეთ თუ მიწაში ვიქნები ამით ვერ მიაღწევთ ჩემს გაჩერებას.
საიქიოდანაც ვიბრძოლებ ჩემი შვილის ღირსებისთვის და სამართლის აღსადგენად.

და ბოლოს,

თქვენ (სალომე ზურაბიშვილი) კომისია დატოვეთ პრეზიდენტის სკამისთვის და გაყიდეთ ჩემი შვილის სული და ღირსება”, – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ სარალიძეს პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად და მისი სასამართლო პროცესი რუსთავში გაიმართება. სარალიძე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რადგან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

რუსთაველზე სარალიძე ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს და მოითხოვს მისი შვილის მკვლელების დასჯას.

რაც შეეხება ზურაბიშვილს – მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, დატოვა პარლამენტი და შესაბამისად, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია.

იტვირთბა....