aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილს ორი არჩევანი ჰქონდა: უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ კვლავ მარცხდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედის იმ ბრძოლაში, რომელიც ზურაბიშვილმა აირჩია და განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მეორე ტურში დამარცხდება.

დღეს სახეზე ეწერა მთელ “ქართულ ოცნებას” და სახელისუფლებო კანდიდატს რა განწყობაა ზოგადად გუნდში. სალომე ზურაბიშვილს 2 არჩევანი ჰქონდა – მას ან უნდა უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ მეორე ტურშიც მარცხდება. კი ბატონო, ჩვენც შევდივართ ამ ბრძოლაში,”-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

“ევროპულ საქართველოში” კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება იმ შედეგს, რაც პირველ ტურში დადგა, არ ელოდა და ეს მათთვის მძიმე იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, გიგი წერეთელი ამბობს, რომ ეს მძიმე ბრძოლა იქნება და ამომრჩევლებს პირველი ტურის გამარჯვების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

რა თქმა უნდა ეს 2 დღე ძალიან მძიმე იქნებოდა ხელისუფლბისთვის იმიტომ, რომ ასეთ დარტყმას ისინი ალბათ არ ელოდნენ. იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ის გადაწყვეტილება, ის მონაპოვარი, რაც ეხლა არის პირველ ტურში, გამარჯვება ოპოზიციის, ეს უნდა იყოს შენარჩუნებული,”-აცხადფებს გიგი წერეთელი.

იტვირთბა....