არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები: “მავთულხლართებზე გადავედი, ხელი გავიჭერი, მაგრამ არჩევნებზე მაინც წავედი”

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა შეძლო.

როგორც ვანიშვილი ამბობს, დღეს დილით მავთულხლართებს მიღმა გადმოიპარა და სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისივე თქმით, სიჩქარეში პირადობის მოწმობა შინ დარჩა, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კვლავ მავთულხლართებთან დაბრუნება მოუხდა.

„არჩევნებზე ვიყავი, გადავედი მავთულხლართებზე, ხელი გავიჭერი. თან პასპორტი დამრჩა. მოვბრუნდი, ცოლმა მომაწოდა… გამაფრთხილეს (საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა), არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაინც გადავედი, ჩემიანები არიან”, – განუცხადა ვანიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....