aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილი – ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხმა ევროპულ არჩევანს მისცა.

“ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს უმრავლესობის მიერ გაკეთებული არჩევანით ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე. მოვძებნით ჩვენს სწორ გზას. ევროპა და კულტურა, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც განვითარებული ევროპა გახლავთ. მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია. თუ მეორე ტური იქნება, არავიტარი კითხვის ნიშნები არ გაჩნდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. 

იტვირთბა....