"საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შემოსული" - Metronome.Ge
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შემოსული”

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შესული.

უკვე შემოსულია 500-მდე განაცხადი, საიდანაც 381 გამოქვეყნებულია. თითოეულ დარღვევაზე ფოტო, აუდიომასალა, დარღვევის შინაარსია ასახულია. საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე ორი ხუთი ნომერია ბიულეტენზე, დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო უბნებზე მასიურად გამოკრულია „ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის დარღვევა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, მარნეულში 58-ე უბანზე დეპუტატი ქარიმოვი ფიზიკურად გაუსწორდა გაერთიანებული წარმომადგენელს.

გვიან გაიხსნა ახალქალაქში რამდენიმე უბანი. ფოთის მეორე უბანზე წილისყრის გარეშე გადანაწილდა ფუნქციები, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე დილით ელექტროენერგია არ იყო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ამავე თემაზე
იტვირთბა....