aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი სასამართლო სხდომა 13 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3  გაათავისუფლეს, ესენი არიან: ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

 

იტვირთბა....