aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისო კილაძე: “მივიღე ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი სასტიკად ნაცემია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავცელა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, რომელიც ციხეში იმყოფება, სასტიკად ნაცემია.

“ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ მირზა სუბელიანი არის სასტიკად ნაცემი !
მივმართავ იუსტიციის სამინისტროს-ჟურნალისტებს მოგვცეს საშუალება მოვინახულოთ გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი !
p.s.ცუხიშვილის შესვლა თუ შეიძლებოდა მასთან,ჩემი რატომ არ შეიძლება ?!
მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივ მოითხოვეთ პატიმარ სუბელიანთან შეხვედრა !”- ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ჟურნალისტის აღნიშნულ განცხადებას და უარყო ფაქტი, რომ თითქოს, სუბელიანი ნაცემია.

“სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ  მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ინყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა”- აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

იტვირთბა....