aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახიშვილი – 2013 წელს კომუნიკალური ექსპერტი ვიყავი და მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა არ დამჭირდებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რათ მინდოდა რაღაცის დავალება, როდესაც 2013 წელს ვიყავი ექსპერტი. ჩემი გახსნილობა საზოგადოებისადმი გახსოვთ და თუ რამეს ვფიქრობი, მქონდა მაგის საშუალება, მედიასაშუალებებში ჩემი აზრი გამოქვეყნებულიყო. საკმაოდ არალოგიკურია, რომ როდესაც კომინიკაბელური ექსპერტი გახლდით, ლალი მოროშკინას მეშვეობით რაღაცის თქმა არ დამჭირდებოდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ლალი მოროშკინასა და კახისვილის საუბარსაც ახსენებს.

დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.

იტვირთბა....