aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან”: რა კონტექსტში ახსენებს სუბელიანი სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს ჩანაწერში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის გვარიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაცით, დიალოგში მონაწილეობენ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

საუბრის დროს ნახსენებია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილიც. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

როგორც ირკვევა, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ერთ-ერთი ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

“დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი.“, – ნათქვამია ჩანაწერებში.

 

იტვირთბა....