ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბავშვების გვამებია ყველგან, აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ – ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)

ყირიმის, ქალაქ ქერჩში, კოლეჯში მომხდარი ტერაქტის დეტალებს ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორი ოლგა გრებენიკოვა იხსენებს.

“ბავშვების გვამებია ყველგან, ეს ნამდვილი ტერაქტია, ჩემი წასვლიდან 5-10 წუთში ვიღაც შეიჭრა შენობაში, შესასვლელი ააფეთქეს, ყველა მხრიდან შუშის ნატეხები ცვიოდა, დარბოდნენ და ისროდნენ გაურკვეველ ხელნაკეთ ასაფეთქებლებს. დარბოდნენ ავტომატებით, მეორე სართულზე აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ ყველას ვისაც კი პოულობდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი ტერაქტი, რაც ბესლანში მოხდა, წესით მეც მკვდარი უნდა ვიყო. ყველა ჩემიანი გადაცხრილეს, თანამშრომლები და ბავშვებიც კი”, – აცხადებს გრებენიკოვა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა KERCH.COM.RU იუწყება, აფეთქება მოხდა კოლეჯის პირველ სართულზე, მეორე სართულზე კი სროლა იყო. მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი, 30 -ზე მეტი დაშავებულია. ადგილზე მუშაობს პოლიცია. სასწრაფო დახმარების მანქანები არასაკმარისია, ამიტომ ხალხი საავადმყოფოში კერძო მანქანებით გადაჰყავთ. პირველადი ინფორმაციით, ფაქტი შეფასდა როგორც ტერაქტი.

Керчь: теракт комментарий директора техникума

სხვა ამბები

“მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” – მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

newsadmin

“თუ დაკრედიტების სისტემას კორექტირება დასჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ” – ბახტაძე

newsadmin

კიბერშეტევა თიბისი ბანკზე – რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული

newsadmin

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები იფიცებიან

newsadmin

“არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს” – ბახტაძე

newsadmin

წულუკიანი კახიძეს – არაფრის მაქნისი მგონიხართ

newsadmin
იტვირთბა....