aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წერილი ციხიდან: “ციანიდის საქმესთან” რა კავშირი აქვს ყიფიანის მიერ ნახსენებ ჩუბინიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, დეკანოზი მამალაძე ციხიდან წერილს უგზავნის, რომელშიც ის  “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მეუფე პეტრემ წერილი “ნანუკას შოუში” გაასაჯაროა.

“მეტრონომი” დეკანოზის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მეუფე დამლოცეთ, როგორ ბრძანდებით.

ვუსმინე თქვენ ქადაგებას და როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ბრძანდებით. ამ ბოლოს რამოდენიმე მოვლენა მოხდა პირველ როგში “ტვ იბერიასთან” და “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით. ჩანაწერებში ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული საკითხში ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელზეც ყიფიანი ამბობს, რომ აეროპორტი ანზორის ხელშიაო. ეს ის ანზორია, რომელმაც გერმანიაში დელეგაციის წევრებს ჩემი ჩანთის გახსნამდე 5 საათით ადრე უთხრა, რომ მე ციანიდი მქონდა. მეორე საკითხი არის ის რომ “ომეგა ჯგუფს” ბიძინასთან საქმის დალაგებას ვანო ჩხარტიშვილი პირდება. ეს ის ვანოა რომელიც პატრიარქს მოსაყდრის დასახელების შემდეგ გადადგომისკენ მოუწოდა და ეს ის ვანოა რომელიც მეუფე დიმიტრის შვილის სწავლას ინგლისში აფინანსებს. მესამე უცნაურობა ის არის რომ საპატრიარქოს რომელიც აცხადებს რომ ციანიდის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს და პროკურატურას სრულ ნდობას უცხადებს, რატომ გაუჩნდა უნდბლობა სახლემწიფოსა და იგივე სასამართლოსთან მიმართებაში. მეოთხე უცნაურობა ის არის, რომ წმინდა ანდრიას უნვერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან მეუფე იაკობი ძალოვან სტრუქტურებზე ამბობდა, რომ მათ არ გააჩნიათ ნდობის ხარისხი საზოგადოებაში და ეკლესიას რატომ უნდა ვენდოთო მაინტერესებს ეს უნდობლობა რატომ ციანიდის შემნთხვევაში არ ქონდათ? თუ რადგან გოგაშვილი აღარ არის სუსში და ვეღარ მფარველობს შორენასა და მეუფე იაკობს? დღეს უნდობლობით გამოირჩევა ეს სტრუქტურები.

თქვენ სწორედ ბრძანეთ ეკლესიამ ცოდვას ცოდვა უნდა დაარქვას და კომპრომისული ქადაგებები უნდა დასრულდეს. მე კი ვამატებ, რომ ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს ორმაგი სტანდარტი. დღეის მდგომარეობით როცა არც უმრავლესობას აინტერესებს საპატრიარქოს აზრი მათი კეთილგანწყობა ნაცრისშეყრაა თვალში და ფრანგი კანდიდატი ეკლესიას აკრიტიკებს პირდაპირ ეთერში. ეს ეკლესიის მიმერ ციანის საქმისა და მანამდე სასულიერო პირთა და ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას გამოჩენილმა ლოიალურმა ნაბიჯებმა განაპირობა. ამ ლოიალობის მიზეზი კი ის საკითხებია, რასაც ჩემგან ითხოვდნენ და რა ინფორმაციებიც გააჩნია უშიშროებას. ამიტომ თევზი, რონ არ გაფუჭდეს უნდა გაწმინდო, წმენდა კი თვიდან უნდა დაიწყო რადგან თევზი ხრწნას თავიდან იწყებს. უბრალოდ სხვისთვის არ ვიცი ვისთვის გამეზიარებინა გულისტკივილი და ამიტომ მოგწერეთ თვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში. პატივისცემით დეკანოზი გიორგი” – წერს მამა გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს.

შეგახსენებთ, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯეს.

იტვირთბა....