aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ორ ახალგაზრდა კაცს სცემეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში ორ ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს. ერთ-ერთს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ქალაქის ცენტრალურ საავადამყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

პირველი არხის ინფორმაციით, მეორე ნაცემი ახალგაზრდა შედარებით მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.

იტვირთბა....