aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კლინიკური კურსი: ამერიკის რეიტინგით N1 ჰოსპიტალის წამყვანი ექიმები საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიმდინარე წლის 5-6 ოქტომბერს, საქართველოს კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაცია გეგმავს საერთაშორისო კონფერენციას “კლინიკური კურსი ენდოკრინოლოგიაში”. ღონისძიება, ჩატარდება ტექნოპარკი საქართველოს საკონფერენციო დარბაზში.
ქართველი ექიმების წინაშე აქტუალური სალექციო პროგრამით წარდგებიან ამერიკის რეიტინგით N1 ჰოსპიტლის და ბოლო 30 წლის მანძილზე ენდოკრინოლოგიაში უწყვეტად ლიდერი, მეიოს კლინიკის ასოცირებული პროფესორები. მათ შორის, კლინიკის ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურის პროგრამის თანახელმძღვანელები, ექიმი ნინა ნეთი და ექიმი კურტ კენელი; 2011 – 2013 წლებში ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (Endocrine Society) პრეზიდენტი, ექიმი უილიამ იანგი; ამერიკის ძვლებისა და მინერალების კვლევითი საზოგადოების (American Society for Bone and Mineral Research) პრეზიდენტი, ექიმი ბართ კლარკი და ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციისა და ამერიკის ენდოკრინოლოგთა კოლეგიის საბჭოს წევრი, ექიმი ირინა ბანკოსი.
მოწვეულ ლექტორებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, რომლებიც წარადგენენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს სემინარზე განხილული თემატიკის ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრება 250-ზე მეტი ექიმი. ასევე, მოწვეულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ღია საზოგადოების ფონდი და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები.

 

ღონისძიება გაიმართება ამ წლის 5-6 ოქტომბერს
5 ოქტიმბერი – 10:00-15:45
6 ოქტომბერი – 10:0-14:45
ტექნოპარკი საქართველოს ტერიტორიაზე
(ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, მთაწმინდის
ტერიტორია, თბილისი)

იტვირთბა....