aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კაშია ბულინგის წინააღმდეგ – ჩემსა და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ!

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიას “ძლიერები არ ძალადობენ” შეუერთდა. კაშიამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი აქტივობებია გაწერილი.

“მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა მაგ. მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები, შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა თუ გავიტანთ აუქციონზე, დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს!

კლასთან სკოლასთან გასაუბება ჩემ სკოლის დროინდელ დროზე სადაც მეც ვიჩაგრებოდი! გამოცდილების გაზიარება, სწავლა განათლების მნიშვნელობა ჩემ ღირებულებებზე, ფეხბურთის ან ნებისმიერი სხვა სპორტის აქტივობაში ჩემი და სპორტსმენების ჩართვა. ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემსა და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი. ეს პირობა გაიკრას კლასში როგორც სიმბოლური აქტი. პირადად მე, ვეცდები წელიწადში ათჯერ მაინც მივიდე სკოლაში. კლასში მოსწავლეებს ინდივიდუალურად გავესაუბრო. მოეწყოს შეჯიბრები სპორტსმენებსა და მოსწავლეებს შორის. ” – წერს კაშია.

იტვირთბა....