aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაძაბული ვითარება პარლამენტთან: ზაზა სარალიძე კარვის გაშლას ცდილობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ ხმაური იყო.  ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება დღეს უკვე მოერედ არ მისცეს, თუმცა სარალიძე კვლავ ცდილობს კარვის გაშლას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ პოლიცია და მერია რამდენიმე დღის წინ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ კარვებს გაშლიდნენ, საიდანაც მათი თქმით, თანხმობა მიიღეს.

„მე კანონს ვემორჩილები, მე რას უნდა – უკანონობას? კანონს თვითონ დაემორჩილონ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც კარვის გაშლას ცდილობს.

პარლამენტის შენობის წინ შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად მივიდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თინა ბოკუჩავა, სერგო რატიანი. მათ მხარდასაჭერად ასევე მისული იყო მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე.

20:00 საათზე კი შვილმკვდარი მამები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მათი თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. აქცია გაგრძელდება და ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

იტვირთბა....