aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ 2000-კაციან კიბერჯარს ქმნის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელმაც რუსეთი რამდენჯერმე დაადანაშაულა დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში დემოკრატიული რეჟიმიების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, კიბერჯარს ქმნის. კიბერჯარმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთს მზაკვრული გეგმების განხორციელებაში. კიბერჯარი პირველ ეტაპზე 2 000 პირით იქნება დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაციას SKY NEWS ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კიბერჯარის დანიშნულება იქნება რუსეთის ხელისუფლების იდეების ჩახშობა. ისინი შეეცდებიან კიბერწინააღმდეგობა გაუწიონ კრემლის მიერ ჩაფიქრებულ ნებისმიერ შემოტევას. კიბერჯარის შემადგენლობაში იქნებიან ე.წ. სამთავრობო კავშირების ცენტრები და სამხედრო შენაერთების წარმომადგენლები.

SKY NEWS-ის ინფორმაციით, ბიუჯეტი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი დახარჯავს, პირველ ეტაპზე 331 მილიონი დოლარით განისაზღვრება. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება ახლო მომავალში გაკეთდება.

“ჩვენ ამ პროცესით ვათანაბრებთ საბრძოლო ველზე ძალებს. შევთავაზებთ თამაშის ახალ წესებს მათ, ვისაც სურს ჩვენს წინააღმდეგ უკანონოდ მოიქცეს. რუსეთი უკვე აშკარად გვიტევს” – ასეთი განცახდება გააკეთა ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ ბერონსმა.

მსგავსი კიბერდაჯგუფების შექმნის შესახებ ჯერ კიდევ ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო აქტიურობა კიბერსფეროში შეერთებული შტატების აქტივობა დაბალია, მაშინ, როცა მსოფლიოში კიბერსფერო სამხედრო კუთხით საკმაოდ განვითარდა. სტავრიდისის განცხადებით, კიბერსფერო ზისტად ის აქილევსის ქუსლია აშშ-სთვის, რომელმაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყანას. მითუმეტეს, როცა უკვე არსებობს გარკვეული საფრთხეები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

 

იტვირთბა....