aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თურქეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და  თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელებს თურქეთის მოქალაქეობის მიღება გაუმარტივდებათ.

დოკუმენტის მიხედვით, უცხოელს თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად, თურქეთში 500 000 დოლარის ოდენობის კაპიტალი უნდა ჰქონდეს. მანამდე, მინიმალური მოთხოვნა 2 მილიონი დოლარი იყო. ამასთან ერთად, თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად უცხოელი თურქეთში მინიმუმ 250 ათასი ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს.

ცვლილება შევიდა კიდევ ერთ მუხლში, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან ყველა უცხოელი, რომელიც თურქეთის 50 მოქალაქეს დაასაქმებს, თურქეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს. მანამდე საჭირო იყო მინიმუმ 100 მოქალაქის დასაქმება.

შეგახსენებთ, რომ თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილ ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს. ამ საკითხის განხილვას დეპარდიე ოქტომბერში თურქეთში ყოფნის დროს, პრეზიდენტ ერდოღანთან დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.

იტვირთბა....