aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: აქციის არც ერთი მონაწილე არ არის დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თორნიკე მერაბაშვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გამართული აქციის არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის.

“ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერაბაშვილი, სოფელ ხელთუბანში, 6 ივლისს გარდაიცვალა. საქმის დროული და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, გარდაცვლილის ახლობლები აქციებს დღეს დილიდან მართავენ.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....