aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტომაგისტრალთან ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს, მოძრაობა პარალიზებულია. თორნიკე მერებაშვილის მკლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ.

მოძრაობის შეზღუდვის უფლებას შეკრებილ მოქალაქეებს სამართალდამცველები არ აძლევენ. პოლიციამ ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლები ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით ცდილობენ ავტომობილებს გადაადგილების საშუალება მისცენ.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი მოქალაქეებს ადგილზე მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი სოფელ ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში, 6 ივლისს გარდაიცვალა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....