aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 65 მოქალაქე გერმანიიდან გამოაძევეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს.

ლაიფციგი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები გაძევებული არიან: საქსონიიდან, ბავარიიდან, რაინლანდ-პფალციდან და ქვემო საქსონიიდან. გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი ჩარტერული რეისი საქსონიიდან საქართველოს მიმართულებით, მანამდე საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, რეგულარული რეისებით აძევებდნენ.

იტვირთბა....