aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში სხდომა კვლავ მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ სხდომამ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ჩაერთვება პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პარტიაში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი განიხილება, თუმცა სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში პარტიის წევრები კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება მსჯელბისთვის უკვე ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე იქნება გატანილი.

„არ მაქვს უფლებამოსილება წინასწარ გავაკეთო განცხადებები. ძალიან მალე იქნება ამის შესახებ ცნობილი. აქ არ არის მარტო ერთ კანდიდატზე საუბარი, აქ ლაპარაკია, რა ფორმით და როგორ დავუჭერთ მხარს იმას, ვისაც შევარჩევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, საბოლოოა და აღარ შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....