aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინგილო ბიჭმა რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშა აღმართა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

22 წლის ინგილო სპორტსმენმა, სურაჯი გასანოვმა (იანუღაშვილი…), რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ საქართველოს დროშის აფრიალებით ყველა დააბნია.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი დავითაძე წერს რომ რუსი კომენდატორი გაკვირვებით კითხულობდა თუ რატომ აღმართა სპორტსმენმა საქართველოს დროშა.

“რატომ აფრიალებს საქართველოს დროშას?” – კითხულობენ რუსი კომენტატორები.
მათ არ იციან, რომ სურაჯი გასანოვი წარმოშობით ჰერეთიდან (საინგილოდან) არის და ქართველია.
სურაჯი, რომლის მშობლიური გვარი იანუღაშვილია, ახლა რუსეთში ასპარეზობს.
ქ. ეკატერინბურგში გამართულ რინგზე, მან პირველივე რაუნდში (56 წამში) დაამარცხა რუსი მეტოქე, რის შემდეგაც საქართველოს დროშით იზეიმა.

სურაჯი სხვა გვარით, სხვა ქვეყანაში გაზრდილი ქართველია და მტრულად განწყობილ სახელმწიფოშიც საკუთარ წარმოშობას არ მალავს. პირიქით, ამაყობს.

“საქართველოს გოუმარჯოს!” – მიმართავს მაყურებელს სურაჯი ქართულად” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/399088553876956/videos/2106513516343375/

იტვირთბა....