ახალი ამბები მთავარი სამართალი

IDFI: “საგარეო საქმეთა სამინისტრომ საეჭვო შესყიდვა განახორციელა”

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საეჭვო შესყიდვა განახორციელა.

2018 წლის ივნისში, IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოვლენილ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო გაუმჭვირვალე შესყიდვები და თანხების არაეფექტიანი განკარგვის რისკი, რაც იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ათვისებაზე – არაა სავალდებულო ტენდერის გამოცხადება და კონტრაქტის გამოქვეყნება.

კვლევის ფარგლებში დავაკვირდით ყველა სახელმწიფო უწყებას, რომელმაც მიიღო თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არაფორსმაჟორული ხარჯის გასაწევად. ჩვენი ყურადღება მიიქცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა შესყიდვამ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვა

 

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.

ამ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი არ გამოაცხადა– ასეთი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. მეტიც, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულებასახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საერთოდ არ არის გამოქვეყნებული, მათ შორის არც პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში (იხ. სურათი # 1).

 

სურათი # 1 – 2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვები, რომლებიც აღემატება 200,000 ლარს.

ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ხელშეკრულება ვერ მოვიძიეთ, ინფორმაცია გამოვითხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვაწოდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელებული შესყიდვის ხელშეკრულების ასლი.
მოწოდებული ხელშეკ

იტვირთბა....