ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოკუპირებულ ცხინვალში გამნაღმელები სკოლებს ამოწმებენ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მილიციის სპეციალური დანაყოფებისგამნაღმელები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოწმებენ.

როგორც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ე.წ. წოდებული მილიცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების და სხვადასხვა ტექნიკის დახმარებით ამოწმებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს OMON – ის საინჟინრო დანაყოფების წარმომადგენლებმა ცხინვალში საგანმანათლებლო დაწესებულებების შესწავლა დაიწყეს. სპეციალური ტექნიკის და ძაღლების დახმარებით, გამნაღმელები ყველა სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიას შეამოწმებენ. შემოწმების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებების 224 საათიანდაცვას მილიცია უზრუნველყოფს. ცხინვალის სკოლების შემოწმების შემდეგ კი დაიწყება რაიონების სკოლების ინსპექტირება”, – განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი სკოლებში, სასწავლო დღის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების დაცვაა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....