ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძის პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  პრესსამსახურს მაია თაბაგარი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს თაბაგარმა დაუდასტურა.

მანამდე მაია თაბაგარი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კი, ნინო წივწივაძე იქნება.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შეიქმნა.

იტვირთბა....