ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შვილმა მითხრა, ვერ გხედავო”: გარე ორსულობის გამო 28 წლის გოგომ მხედველობა დაკარგა

ქუთაიშში ხონელიძის სახელობის კლინიკაში ინგა ბალანჩივაძეს გარე ორსულობის ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც მშობლები ამბობენ სტანდარტულად ეს ოპერაცია 40 წუთი გრძელდება ინგას შემთხვევაში კი პროცედურა 4 საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საავადმყოფოს რენიმაციული ბლოკი არ ქონდა. ინფორმაცის “იმედის დღე” ავრცელებს.

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა, მხედველობა დაკარგა. მხედველობის გარდა ინგას სხეულის სერიოზული რეაბილიტაციაც ესაჭიროება. მშობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საჩივარი უკვე შეტანილი აქვთ სამედიცინო რეგულირების სააგენტოში.

28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია. სამ თვიანი კომის შემდეგ მან თვალები გაახილა თუმცა ვერაფერი დაინახა. ოჯახის თქმით თუ რეაბილიტაციას   შედეგები არ ექნება, შესაძლოა პაციენტს სახსრები ჩაეკტოს და ვერასდროს შეძლოს სიარული.

პაციენტის მეუღლე გაგა ბალანჩივაძის განცხადებით, კომპიუტერულმა გამოკვლევამ აჩვენა სიცოცხლისთვის სახიფათო ნიშნები.

“ფეხებზე ძალიან დიდი პრობლემა აქვს , რამდენიმე დღის წინაც ვიყავით სხვადასხვა ექიმებთან , რომლებმაც გვითხეს, რომ თუ დროულად არ მოგვარდა ეს პრობლემა შეიძლება ჩიკეტოს სახსრებიც.

ოპერაციის შემდეგ ინგა გადავიყვანეთ დიაგნოზტიკურ ცენტრში ისევ ქუთაისში სადაც მოხდა მისი კომპიუტერული გამმოკვლევა. ტომოგრაფიამ აჩვენა თავის ტვინის უმძიმესი დაზიანებები – იშემიური ინსულტი, თრომბოზი და ამის შემდეგ ჩავარდა კომაში. ექიმები გვეუბნდბოდნენ, რომ პაციენტი იყო ხელოვნური ძილის ფაზაშიდა როდესაც გააღვიძებდნენ არანაირი პრობლემა არ შეექმენებოდა” – განაცხადა ოაციენტის მეუღლემ.

ქუთაისიდან პაციენტი გადმოიყვანეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

თბილისის ცენტრაულირი საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ პაციენტი შემოიყვანეს უმძიმესი დიაგნოზით.

“გადმოყვანილი იყო  კომატოზურ მდგომარეობაში , ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით, არასტაბილური ჰემოდინამიკითა და თვის ტვინის დაზიანებით. ან ტიპის მდგომარეობა ოპერაციუი ჩარევა არ სჭირდება. მას ესაჭიროება კონსერვატიული მკურნალობა რაც აქ ჩაუტარადა. პაციენტის მდგომარეობა შედარების გაუმჯობესდა და გაეწერა. შესაბამისად რეაბილიტაცია და მკურნალობის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს” – აღნიშნა ლობჟნიძემ.

ინგა ბალანჩივაძის დედა ნატო უგრეხელიძე ექიმების პასიხის,მგებლობაზე საუბრობს. ოჯახის ინფორმაციით ოპერაციის დროს ექიმებმა პაციენტის ტვინ ჟნგბადი არ  მიაწოდეს.

“როცა შვილი გეტყვის ვერ გხედავო ამაზე დიდი უბედურება დედისთვის არ არსებობს” – განაცხადა პაციენტის დედამ.

პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ ამ თემაზე მოკვლევა სამი თვეა მიმდინარეობს.

“ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ იქნება განხილვა. ჯერ შიდაკომისიურად შემდეგში განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო” – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

ინგა ბალანჩივაძის ოპერაცია მეან-გინეკოლოგმა ჯანინა აბულაძემ და ანასთეზიოლოგმა დავით ჟორჟოლიანმა ჩაუტარეს.

როგორც ანესტეზიოლოგმა აღნიშნა, ისიც ელოდება სააგენტოს დასკვნას.

“რატომ მოხდა გართულება ამას ველოდებით. ოპერაციის ხანგრძლოვაბაზე რასაც ამბობენ მთლად მასეც არ ყოფილა. ეს იყო ოპერაციის შემდგომი პერიოდი. თავის ახდის ოპერაციაზეც იყო საუბარი . ველოდებით დასკვნას” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

იტვირთბა....