ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოცირიძე: “სააკაშვილს ირანელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე გაკეთებლ სტატუსში ტექნიკური შეცდომა გაეპარა”

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ტექნიკური შეცდომა გაიპარა. ირანელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უმნიშვნელო რაოდენობაა და ისიც ფერეიდანელი ქართველებისათვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-სტატუსში უზუსტობა გაიპარა და საგანგაშ ვითარება რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაშია და არა ირანელებთან.

“თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეობა ძალიან დიდი რაოდენობით მიიღეს რუსეთის მოქალაქეებმა. საგანგაშოდ დიდი რაოდენობაა და ეს ფაქტი შესასწავლია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მოქალაქეობა მიენიჭათ იმ პირებს, რომლებიც არ იყვნენ დაბადებული საქართველოში და ესაა გადასამოწმებელი. ამაზე საბუთებს ამზადებს იუსტიციის სამინისტრო. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ტექნიკური შეცდომა გაიპარა.

ირანელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უმნიშვნელო რაოდენობაა და ისიც ფერეიდანელი ქართველებისათვის. მიხეილ სააკაშვილს ყავს საკუთარი ანალიტიკური ჯგუფი საქართველოშიც, უკრაინაშიც და ა.შ. ბუნებრივია, მას უმზადებენ მასალას და ჰაერიდან არ იღებს ინფორმაციას. როგორც ჩანს, ტექნიკური შეცდომა გაიპარა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინფორმაციას დაეყრდნო, რომელიც შემდეგ “ფაქტჩეკმა” გადაამოწმა და აღმოჩნდა არასწორი. არაუშავს, ამას ვასწორებთ ჩვენ მომენტალურად, რუსეთთან დამოკიდებულებაშია საგანგაშო ვითარება”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა: “მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა.სამაგიეროდ,5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია.
გააგრძელე შენი ერის ისტორია…”.

factchek-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირმა მიიღო. 2012 წელს საქართველოს მოქალაქე 7 108 პირი გახდა, 2013 წელს 9 626, 2014 წელს 4 957, 2015 წელს 4 408, 2016 წელს 4 643, 2017 წლის 27 აპრილის მდგომარეობით კი, 1 275 პირი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ იმ პირთა შორის, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 31 455-ის შემთხვევაში მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭათ. გამარტივებული წესით, 504 პირი გახდა საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი წესით 40, ხოლო სპეციალური წესით – 18.

აქედან, ყველაზე მეტი 19 597 იყო რუსეთის მოქალაქე, 3 135 თურქეთის მოქალაქე და ა.შ.

 

იტვირთბა....