„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება

„სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია” ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად”, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

“გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის კონსოლიდაცია: არსებული ხელისუფლების შესაცვლელად პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე; ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებისათვის; ფართო კონსენსუსით ჩამოყალიბებული დეკლარირებული საკანონმდებლო (კონსტიტუცია, საარჩევნო კანონმდებლობა) და ერთობლივი პროგრამული ცვლილებების განსახორციელებლად.

გამოვდივართ რა ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობისა და კონსოლიდაციის ჩვენს მიერ დეკლარირებული პრინციპიდან, ვაცხადებთ: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ყალიბდება ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად; 2. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად უპირობოდ ექნება შესაძლებლობა გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი; 3. ამავე არჩევნებზე პარლამენტის წევრობის კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი, მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებებისა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თითო წარმომადგენლით; 4. პარლამენტის უახლოესი არჩევნებისთვის მოძრაობა საარჩევნო სიის (პროპორციული და მაჟორიტარული) დაკომპლექტების წესისა და პრინციპებს მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ასევე საარჩევნო სიას იღებს და ამტკიცებს მოძრაობის მმართველი საბჭო, სრული შემადგენლობის ორი მესამედით”, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას.

ამავე თემაზე
იტვირთბა....