aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარგველაშვილმა შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ისე მიიღო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილების საკითხზე განაცხადა, რომ  მარგველაშვილმა შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო.

„ჩვენი რჩეული ვინც არის და ვინც იქნება, ამაზე ვიტყვით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. რაც შეეხება კანდიდატებს, ვინც საკუთარ თავს ასახელებენ, ალბათ თვითონ აფასებენ შესაძლებლობებს. პრეზიდენტმა ალბათ ასევე შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.

იტვირთბა....