aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მე მიყვარს ჯონ მაკკეინი”: ჯო ბაიდენმა ცრემლები ვერ შეიკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლა საკმაოდ ემოციურად დაიწყო: “მე „დემოკრატი“ ვარ და მიყვარს ჯონ მაკკეინი”, –  განაცხადა მაკკეინმა.

მისი თქმით, ის მზად იყო მაკკეინისთვის სიცოცხლე მიენდო და როცა მას რაიმე პრობლემა ჰქონდა, ჯონი ყოველთვის პირველი იყო, ვინც რჩევით მოვიდოდა.

“როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, მას შეეძლო დაერეკა და გავეკრიტიკებინე თუ რა და როგორ განვაცხადე. მისი მთავარი ღირებულება იყო სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ღირსება“, – წარმოთქვა ჯო ბაიდენმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

დღეს ჯონ მაკკეინის ცხედარს ვაშინგტონში აშშ-ს კაპიტოლიუმში გადაასვენებენ. მისი დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება.

იტვირთბა....