aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რა დაიბარა მაკკეინმა “პუტინის დასასამარებლად”: ვინ აწევს სენატორის სასახლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პუტინის საბოლოოდ დასასამარებლად, მაკკეინის არჩევანი იყო მისი სასახლე რუს დისიდენტს აეწია” – ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა politico ამერიკელი სენატორის ბოლო თხოვნას, თუ ვის უნდა აეწია მისი სასახლე. ეს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა მურზუ უმცროსია.

როგორც გამოცემა წერს, მაკკეინმა ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე დაგეგმა ორი მისი მოწინააღმდეგის მიმართ სამაგიეროს გადახდა ისეთი სახით, რომ მთელ მსოფლიოს დაენახა.

რუსი ოპოზიციონერის გარდა, მაკკეინმა შეარჩია ჯო ბაიდენი, ყოფილი სენატორი რას ფეინგოლდი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი უილიამ კოენი და უორენ ბიტი.

“მაკკეინის გარდაცვალება ჩემთვის იყო უდიდესი მწუხარება. რა თქმა უნდა, დავთანხმდი მაკკეინის ბოლო თხოვნას, რადგან ვთვლი, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი პატივი” – უთხრა politico-ს კარა მურზუ უმცროსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი თავის ტვინის სიმსივნით დაიღუპა. მას ამერიკაში 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

იტვირთბა....