aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც “მეტრონიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის შესწავლის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

 

იტვირთბა....