ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცი, რომელმაც რიონში კაცი დარჩობას გადაარჩინა “გლოკით” დააჯილდოვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა რიგითი გოგა გოგლიჩაძე გმირული საქციელისთვის დააჯილდოვა.

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.

სხვა ამბები

აფხაზავა – თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

newsadmin

აფხაზავა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

newsadmin

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტუბიში გახდა

newsadmin

დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

newsadmin

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვია

newsadmin

გვარამია – ჩემთვის ნაცები არიან ამ ხელისუფლების შესაცვლელი პლატფორმა

newsadmin
იტვირთბა....