aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერალ ქუთათელაძის საქმეზე ბრალდებული: “ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ვიჯდე ციხეში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს. ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი სწორედ მისთვის პატიმრობის შეფართარდების თაობაზე მიმდინარეობს.

„ერთ მოწმეს ვერ ნახავთ, ვისთანაც მივედი და რამე ვუთხარი, მცდელობაც არ მქონია. ხელი რითი უნდა შევუშალო? ქვეყანა დაკავების მერეც დავტოვე, მქონდა საშუალება დავრჩენილიყავი, ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, ფოტოებიც მაქვს ამათი დევნის. ეს ხომ ჩემთვის ახალი არ იყო. მიზანია, თავის არიდების შიშით გაიქცევაო, მაგრამ პირიქით ვიყავი და დავბრუნდი. მე ვერ ვხედავ საფუძვლებს, რომ ვიჯდე ციხეში“, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, გენერალი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს. გიორგი ჭანტურია, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს, რამდენჯერმე გამოკითხეს, მის სახლში, დაახლოებით 7 თვის წინ აწარმოეს ჩხრეკა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მის სახლში ამდენი თვის მერე იარაღისა და საბრძოლო ვაზნების აღმოჩენა აბსურდულია.

იტვირთბა....