მაშველებმა გადაარჩინეს ტურისტი, რომელიც მტკვარში საბანაოდ გადახტა და ამოსვლას ვერ ახერხებდა
12
0
თბილისში მეხანძრე-მაშველებმა 47 წლის ტურისტი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცი მტკვარში საბანაოდ გადახტა და მდინარიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა.
სამსახურში განმარტავენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.