ახალი ამბები მთავარი სამართალი

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა ამბები

აფხაზავა – თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

newsadmin

აფხაზავა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

newsadmin

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტუბიში გახდა

newsadmin

დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

newsadmin

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვია

newsadmin

გვარამია – ჩემთვის ნაცები არიან ამ ხელისუფლების შესაცვლელი პლატფორმა

newsadmin
იტვირთბა....