ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირველი არხი: სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი წამება გახდა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი წამება გახდა , – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სამსახურის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში წერია.

“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა, მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტი\სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.

დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.

წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.

მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.

სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში, რომლის შინაარსს პირველი არხი არვცელებს.

 

სხვა ამბები

“მიშას დროს უსასტიკესი დანაშაულები, პლუს სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო”

newsadmin

„ხაზარაძე, როგორც ბანკირი, შეიძლება არ იმსახურებდეს სოლოდარობას”..

newsadmin

სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის პოსტერი გამოქვეყნდა

newsadmin

მაია ცქიტიშვილი: ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც კონსორციუმთან, ასევე ბანკებთან

newsadmin

ოქრუაშვილი პრეზიდენტზე: იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში, საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს

newsadmin

“თქვენ აპირებდით ორღობის გზის გაყვანას, ქართული რკინიგზის სტანდარტებით”

newsadmin
იტვირთბა....